શનિવાર, 9 મે, 2020

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


             
               პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო
სკოლის  მათემატიკის   მასწავლებელი
ხათუნა კვარიანთაშვილი


,, მათემატიკაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში 
     გამოყენების პრობლემის კვლევა“
                 საბაზო საფეხურზე 


                              2018-2019 სასწ/წელი.



სარჩევი:
           შესავალი
1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები:                                          1.1.  მოკლე ინფორმაცია სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურზე;                                                                1.2.  პრობლემა დ საკვლევი საკითხი;                                                                                                1.3.  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო საკითხები;                                                                    1.4.  კვლევის მიზანი;                                                                                                                            1.5.  კვლევის ამოცანები;
2. პრაქტიკული კვლევის არსი
3. ლიტერატურის მიმოხილვა.
4. კვლევის დიზაინი:                                                                                                                                4.1.  კვლევის სამიზნე ჯგუფი;                                                                                                            4.2.  კვლევის მეთოდი;                                                                                                                           4.3. კვლევის ვადები.
5. კვლევის შედეგები:                                                                                                                                5.1.  მონაცემების ანალიზი;                                                                                                                  5.2.  კვლევის მიგნებები;                                                                                                                        5.3.  შესაძლო ინტერვეციები;                                                                                                               5.4.  განხორციელებული ინტერვეციები.
6. რეკომენდაციები და ინტერვენციების შეფასება:                                                                               6.1.  რეკომენდაციები;                                                                                                                            6.2.  ინტერვეციების შეფასება.
7. დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურა და დანართები.




შესავალი 
         წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურზე განხორციელებულ პრაქტიკული  კვლევის ანგარიშს. ნაშრომი განხილულია მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პრობლემის გადასაჭრელად. ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან: პირველ თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურის შესახებ. განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და კვლევის ამოცანები. მეორე თავი ეხება კვლევის არსს, მესამე თავი ლიტერატურის მიმოხილვას, მეოთხე თავი კვლევის დიზაინს, მეხუთე თავი -კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგების ანალიზს, ქმედებების ინტერვეციების შედეგების შეფასებას. რეკომენდაციები განთავსებულია მეექვსე თავში, ხოლო მეშვიდე თავი მოიცავს დასკვნას
1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები:                                           1.1.  სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში ( 2018 – 2019 სასწავლო წლის მონაცემებით ირიცხება ) 130 მოსწავლე, მათგან  საბაზო საფეხურზე    46,  აქედან  23  გოგონა და 23 ვაჟი.  სკოლის ყველა მასწავლებელი პერიოდულად გადის ტრენინგს , რადგან ორიენტირებულნი არიან ხარისხიან სწავლებაზე.                                             
      1.2.  პრობლემა და საკვლევი საკითხი: კვლევის საფუძველი გახდა, საბაზო კლასების მოსწავლეების მუშაობა,   სხვადასხვა ამოცანების ამოხსნაზე საგან მათემატიკაში. გამოიკვეთა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პრობლემა, რამაც გადამაწყვეტინა  მოცემულ საკითხზე განმეხორციელებინა კვლევა. კვლევისათვის ავირჩიე საბაზო საფეხურის მაღალი კლასი, რათა IX  კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ნაწილმა შესაძლოა შეწყვიტოს საჯარო სკოლაში სწავლა და რაც ისწავლა მისი გამოყენების უნარები განუვითარდეს. ჩემი მუშაობის პერიოდში ხშირად მქონია შემთხვევა,  მოსწავლეს თეორიული ცოდნა ქონია, მაგრამ პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტისას   დახმარება დასჭირვებია. წლებია მაწუხებს ეს პრობლემა, ვაკვირდები და ვფიქრობ მისი გადაწყვეტის გზებზე.                                                                                                                         
      1.3.  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო საკითხები:
 პრობლემის გამომწვევი მიზეზები:               ● დროის ფაქტორი;
                                                                                ● ამოცანის სირთულე;                                                                                                                                                               
                                                                                ● ლოგიკური აზროვნება;                                                                                                                                                   
                                                                                ● საჭირო თემის არ ცოდნა;
                                                                                ● მოტივაცია.
      1.4.  კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები                                                                    1.5.  კვლევის ამოცანები:
კვლევის ამოცანებია:                                                                                                                                   ● დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე;
     ● გამოკითხვა მოსწავლეების და მათი მშობლების, მასწავლებლების;
     ● მონაცემების კოდირება და ანალიზი;
     ● შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.
2. პრაქტიკული კვლევის არსი:
მოგეხსენებათ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება და კარიერული წინსვლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის საშუალებით რეგულირდება. პედაგოგები გარკვეული რაოდენობის კრედიტების მიხედვით იყოფიან პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელთა ჯგუფებად. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება, რაც პედაგოგისათვის ბარიერს წარმოადგენს, ხოლო კრედიტების დაგროვების გზით წინსვლისას ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა პრაქტიკის კვლევაა. რაც პედაგოგის ყოველდღიურ საქმიანობასაც აუმჯობესებს და პროფესიულ სტატუსზე დადებითად აისახება.   ტერმინი ,,პრაქტიკის კვლევა“ - ეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციო ფსიქოლოგს, რომელმაც მე- 20 -ე საუკუნის 40 - იან წლებში საფუძველი ჩაუყარა  პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი  პრაქტიკის კვლევას უწოდებდა ,, უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“ . იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომელიც მას ტრადიციული კვლევისაგან განასხვავებს.
Bottom of Form
      პრაქტიკის კვლევის ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებულ თანამშრომელს შეუძლია. მთავარია იგი საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმოს და განხორციელდეს. პრაქტიკული კვლევა კოლაბორაციული პროცესია და გავლენას მხოლოდ ინდივიდზე კი არა, ჯგუფის წევრთა მოსაზრებებსა და მოქმედებებზე ახდენს. კვლევის ყველა მონაწილე თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას კვლევის ყველაზე დემოკრატიულ მეთოდს.  პრაქტიკის კვლევა უშუალოდ პრობლემის ეპიცენტრში ხორციელდება. მისი მონაწილეები უწყვეტ ციკლურ პროცესში იყენებენ უკუკავშირს, ხედავენ და აფასებენ მათ მიერ დაგეგმილი ინტერვეციების შედეგებს. რაც დადებითად აისახება მათი ქმედებების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკის კვლევა სისტემურად უდგება პრობლემას, მასში კომბინირებულია პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედებები და რეფლექსია. პრაქტიკის კვლევის სტრუქტურა მონაწილეებს უბიძგებს საკუთარ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებისა დაინტერვენციების შემუშავებისკენ.
      კვლევის მონაწილე მასწავლებლები იძენენ ახალ პროფესიულ უნარ - ჩვევებს, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან სწავლების პროცესში, რადგან ნათლად ხედავენ ექსპერიმენტის დადებით მხარეებს და მცდელობებისადმი შიშიც უქრებათ. პროფესიული წინსვლა მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციასა და გადაჭრას არ გულისხმობს. ამიტომ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ახალი იდეების, ინოვაციების სამუშაო პროცესში გამოსაცდელადაც გამოიყენება. მასწავლებლებს ხშირად ერთულებათ კვლევის ჩატარება, რადგან თვლიან, რომ მათ ამის კომპენტენცია  არა აქვთ. არადა, პრაქტიკის კვლევას სულაც არ სჭირდება მკვლევარობა, რადგან იგი არ არის მოწყვეტილი მასწავლებლის პრაქტიკას. პედაგოგები ხომ საკუთარ საქმიანობაზე  დაკვირვებას, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მუდმივად ახორციელებენ. პრაქტიკის კვლევა მცირე მასშტაბიანია და არ საჭიროებს სიღრმისეულ ტრენინგს კვლევის მეთოლოგიაში. მასწავლებლები,  საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მასზე დაკვირვებით და მარტივი ანალიზით, თავად ახდენენ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას. კვლევის მიგნებები კი ემსახურება ლოკალური პრობლემის გადაჭრას და მომენტალურად გამოყენებას საკლასო სიტუაციებში.
      ყველაზე მარტივი გზით, პრაქტიკის კვლევა დიაგნოსტირების (პრობლემის გაანალიზება და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება) და თერაპიულ (მიზანმიმართული ჩარევის ან ექსპერიმენტის გზით ჰიპოთეზის შემოწმება) ეტაპებად იყოფა, თუმცა ცნობილი მკვლევარები კვლევის ეტაპების სხვადასხვანაირ წყობას გვთავაზობენ. კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევის, როგორც კვლევის მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროცესს დაგეგმვის, მოქმედების, დაკვირვებისა და გააზრების (რეფლექსიის) ეტაპებად ყოფს. დაგეგმვის პროცესი არსებულ სიტუაციაზე მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. მიზნის მიღწევა დეტალურად გაწერილი გეგმის გარეშე შეუძლებელია. თუმცა ლევინი ხაზს უსვამს იმ ნიუანსსაც, რომ, კვლევის მიმდინარეობის პროცესში გეგმაში ცვლილებების შეტანაც მოსალოდნელია. გეგმის განხორციელების ეტაპს კი მონიტორინგისა და ჩარევის შედეგების შეფასების პროცესი მოსდევს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა გეგმაში ცვლილებების შეტანა და ზემოაღნიშნული ეტაპების ხელახლა გავლა გახდეს საჭირო.
      ზუბერ-სკერიტი ეყრდნობა ლევინის შრომას ველის ანალიზისა და ცვლილებების თეორიაზე (გალღვობა - მოძრაობა -ხელახალი გაყინვა) და მას პრაქტიკის კვლევის პროცესის თანამიმდევრობას მიუსადაგებს.  კოჰენის, მანიონისა და მორისონის ნაშრომში ,, კვლევის მეთოდები განათლებაში „  ნახავთ ძალის ველისა და პრაქტიკული კვლევის მოდელებს. სქემის მიხედვით, დაგეგმვის ეტაპი დაკავშირებულია გაალღვობასთან, ეს კი თავის მხრივ, სამოქმედო გეგმის დაზუსტებას და საერთო ხედვის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მოქმედების (მოძრაობის) ფაზა ძლიერი მართვის უზრუნველყოფას და საერტო ხედვის გავრცელებას მოითხოვს. რაც შეეხება დაკვირვების ეტაპს (ხელახალი) გაყინვა), იგი მოიცავს საცდელი პოლიტიკის შესახებ უკუკავშირის მიღებას და ფორმალური პოლიტიკით  მოდერნიზებას. გააზრების (გადასინჯვის) ეტაპი კი მოდერნიზაციის მთლიანი პროცესის მონიტორინგს და შედეგების დასკვნების გამოტანას ეთმობა. ზემოაღნიშნული მოდელი ოთხეტაპიანი კვლევის ერთგვარ გავრცობილ ქვეპუნქტებად ჩაშლილ ვარიანტად მივიჩნიოთ, რადგან ისიც ხაზს უსვამს პრაქტიკის კვლევის ციკლურობას და ლევინისეული მიდგომის - ,,  გალღვობა - მოძრაობა - ხელახალი გაყინვა „ მნიშვნელობას.
      რვა საფეხურიანი კვლევის პირველი ეტაპის თანახმად, უნდა მოხდეს პრობლენის იდენტიფიკაცია, შეფასება და ფორმულირება. მეორე ეტაპზე კვლევით დაინტერესებულ მხარეებს შორის ჩასატარებელი სამუშაოს წინასწარი განხილვა და შეთანხმება მიმდინარეობს. მესამე ეტაპი მოიცავს კვლევითი ლიტერატურის მიმოხილვასაც. რადგან სხვების გამოცდილება პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ და ეფექტურ გზებთან გვაახლოებს. მეოთხე ეტაპზე შეიძლება საჭირო გახდეს განსაზღვრული პრობლემის საწყისი ფორმულირების სახეცვლილება (ჰიპოთეზისა და მიზნების დაზუსტება). მეხუთე ეტაპზე მოიაზრება პროცედურების შერჩევა (კვლევის ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალების, მეთოდებისა რესურსების დაზუსტება). მეექვსე ეტაპზე გამოსაყენებელ პროცედურებს ვარჩევთ. მეშვიდე ეტაპი კი დროის სხვადასხვა მონაკვეთში პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ამ დროს ხდება მონაცემების შეგროვება, მეთოდების შერჩევა, ამოცანების მონიტორინგი, კლასიფიკაცია, ანალიზი და უკუკავშირი. ბოლო ეტაპის მთავარი მიზანი მონაცემების შეჯერება, დასკვნების გამოტანა და კვლევის ერთიანი შეფასებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევის შედეგების განხილვა წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით უნდა მოხდეს. კვლევის მიმოხილვასთან ერთად რეკომენდაციები შედეგებზე დაყრდნობით უნდა გაიცეს.
       როგორც ვხედავთ, პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური პერსონალის და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული, საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ადამიანების მიერ ჩატარებულ კვლევას. იგი ერთ-ერთი აქტივობაა, რომლის განხორციელებაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, პრაქტიკის კვლევა კოლაბორაციულია და მისი შედეგები აისახება, როგორც ინდივიდის, ასევე ორგანიზაციის/კვლევითი ჯგუფის განვითარების დონეზე. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩატარებული კვლევის ანგარიშის დაწერა, რის შესახებაც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ და იქვე რამდენიმე საინტერესო საგანმანათლებლო კვლევის ანგარიშსაც განვიხილავთ.  http://mastsavlebeli.ge/?p=187103.
3. ლიტერატურის მიმოხილვა:
    ახალი  სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
        ,, თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ფართოდ გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში : მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა - კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი  კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი , ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის  თვალსაჩინოდ წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.  მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემის გადასაჭრელად.
          პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში ჩაწვდომა, ადეკვატური  მათემატიკური აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება; შესასწავლი პროცესისა და ობიექტის  გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი გამოყენებითი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებით. შესაბამისად, სწავლებისას ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას. გარდა, ამისა, მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა ( როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერული ხასიათის ) პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა ენთუზიაზმს  და აღძრავს ინტერესს მათემატიკისადმი
         მათემატიკის ცოდნა ნიშნავს მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების ფლობას , მათი გამოყენების უნარს რეალური პრობლემების გადაჭრისას; აგრეთვე კომუნიკაციის  იმ საშუალებების ფლობას, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენისა დ საშუალებების გამოყენებით.
       ის ძირითადი  უნარ - ჩვევები , რომელთა ჩამოყალიბებასაც ემსახურება პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მათემატიკური განათლება ასეთია :
მსჯელობა - დასაბუთება
 ● ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე
კომუნიკაცია
● ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა  და საკითხის გათვალისწინებით

გამოყენება მოდელირება
● ფიგურებისა და ობიექტების ზომების , აგრეთვე მათ შორის მანძილების, მასის, ტემპერატურის და დროის გასაზომად გზებისა და მეთოდების პოვნა და გამოყენება; პროცესის ან რეალური ვითარების მოდელირებისათვის საჭირო მონაცემების შერჩევა მოპოვება.
● ჩვეულ გარემოში ( ყოველდღიურ ცხოვრებაში) მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას.
 ● მოცემული მოდელის ელემენტების ინტერპრეტირება, იმ რეალობის კონტექსტში, რომელსაც იგი აღწერს და პირიქით - რეალური ვითარების დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება შესაბამისი მოდელის ენაზე.
პრობლემის გადაჭრა
● ამოცანის    შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება - გამიჯვნა
 ● პრობლემის გამიჯვნა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არა სტანდარტულ ვითარებაში
● კომპლექსური ( რთული )  პრობლემების საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით
● პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურსების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი
● უკვე ცნობილი ფაქტებისა და სტრატეგიების შერჩევა და ერთმანეთთან დაკავშირება მაღალი სირთულის პრობლემების გადასაჭრელად
დამოკიდებულება
● მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინაში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში
● ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ეთიკურ / სოციალური ხასიათის პრობლემების გაცნობიერება და ეთიკური ნორმების დაცვა
( ესგ - ს სტანდარტები მათემატიკაში )
4.  კვლევის დიზაინი:   კვლევა განვახორციელე საბაზო საფეხურის IX კლასზე სადაც ირიცხება 15 მოსწავლე, აგრეთვე მუშაობაში ჩავრთე მათი მშობლები და ძლევიჯვარის საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილი.
     4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი: 
●  IX კლასის მოსწავლეები
● IX კლასის მოსწავლეების მშობლები
●  დაწყებითის კათედრა
● მათემატიკის კათედრა
        4.2.   კვლევის მეთოდები :
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა ნაწილობრივ მოსწავლეებზე დაკვირვებით, იმისათვის რომ გამერკვია რა დროს უთმობენ  მათემატიკაში საშინაო დავალების შესრულებას. რა სირთულეები ხვდებათ საკლასო თუ საშინაო დავალებებში და ბოლოს პრობლემა რამდენად დიდი იყო პრაქტიკაში ცოდნის გამოყენების.  შევადგინე კითხვარები მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და კოლეგებისთვის. კითხვარები იყო დახურულ ბოლოებიანი და ანონიმური. მონაცემების დამუშავებისათვის გამოვიყენე შემდეგი ცხრილი
4.3. კვლევის ვადები
აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის შერჩევა
   
       ×





გასაუბრება მოსწავლეებთან და მშობლებთან


     ×





მეორადი მონაცემების შეგროვება




×

მეორადი მონაცემების ანალიზი




×

კითხვარების შედგენა და დამუშავება

     ×





გამოკითხვა ანკეტირება

 
         ×




მიღებული შედეგების ანალიზი



       ×





სავარაუდო ინტერვეციების განხილვა



×




ინტერვეციების შედეგების ანალიზი





×

პრეზენტაცია და კათედრის თვის შედეგების გაცნობა







×

5. კვლევის შედეგები
5. 1. მონაცემთა ანალიზი - ჩავატარე გამოკითხვა დასაწყისში კითხვარებით და შემდგომ გასაუბრებით. კითხვარებმა საშუალება მომცა დამედგინა პედაგოგთა, მოსწავლეთა და მეცხრე კლასის მშობელთა  დამოკიდებულება  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიმრთ. გამოკითხვა ჩავატარე 15 მოსწავლესთან. ამით შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია როგორი სიხშირით ეძლეოდათ დავალება, სხვადასხვა საგნებში როგორი სახის დავალება მოწონდათ. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ იყენებს ცოდნას პრაქტიკაში. კითხვაზე რამდენად იყენებ ყოფაცხოვრებაში მათემატიკას? შვიდმა მოსწავლემ გასცა პასუხი - არა მაქვს სათანადო ცოდნა, ხოლო ოთხ - ოთხმა მოსწავლემ გასცა პასუხი იშვიათად ან ხშირად. მოცემული მონაცემები წარმოდგენილია დიაგრამით




მოსწავლეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ლოგიკური და ჩვეულებრივი  ამოცანის ამოხსნა უფრო მარტივია , ვიდრე პრაქტიკული პრობლემის გადაჭრა. კითხვაზე: რომელი დავალებაა თქვენთვის მათემატიკაში ყველაზე სახალისო?  ლოგიკური ექვსმა  მოსწავლემ აღნიშნა,   მაგალითების ამოხსნა - ექვსმა, ხოლო პრაქტიკული ამოცანა მხოლოდ სამმა მოსწავლემ აირჩია.



    პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო გამერკვია რა შედეგი ქონდა მათთან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და რა პრობლემებს აწყდებოდნენ ამ დროს. ყველა პედაგოგს გააზრებული გვაქვს მოსწავლე ცოდნას იღებს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ფუჭია ისეთი ცოდნის მიღება რომელიც მხოლოდ გაზეპირებული აქვს მოსწავლეს. კვლევის პრობლემა მარტო მათემატიკის მასწავლებელს არა მაქვს, აქედან გამომდინარე კოლეგებმა ურთიერთ თანამშრომლობა გადავწყვიტეთ.     ხოლო მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვის მიზანი იყო რამდენად იყენებენ მათი შვილები  ყოველდღიურ ყოფა - ცხოვრებაში მათემატიკაში მიღებულ ცოდნას. ამ საკითხზე ვაკვირდებოდი პარალელურად ყველა იმ კლასებს, რომლებსაც ვასწავლიდი, ვიზიარებდი კოლეგების რჩევებს.  კარგი შედეგი მომცა მშობლის ჩართულობის გაზრდამ.
5.2.  კვლევის მიგნებები :  კვლევებით გაირკვა, რომ მოსწავლე ყველა სახის დავალებას ვერ ასრულებს. შეიმჩნევა დაბალი მოტივაცია, მიღებული ცოდნის გამოყენების მიმართ. მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა  მოტივაცია და   შესაბამისად სურვილი ,რომ ცოდნა პრაქტიკული პრობლემის გადაჭრაში გამოეყენებინა.აქედან გამომდინარე კვლევის მიგნებებია:
●მიცემული დავალების მორგება მოსწავლეთა ინტერესებზე;
●არასაკმარისი ცოდნა;
●დაბალი მოტივაცია;
ნაკლები განმავითარებელი შეფასება.
5.3. შესაძლო ინტერვეციები - კვლევის პროცესში ვაგროვებდი მონაცემებს მოსწავლის, მშობლის და კოლეგის სახით. შედეგად  მიღებული ინფორმაციის  ანალიზის მონაცემებია:
●  საბაზო საფეხურის მასწავლებლებზე ლიტერატურის გაცნობა კვლევაში წარმოდგენილ პრობლემის შესახებ;
● საბაზო საფეხურის კლასებში თანამშრომლობითი უნარების გაღრმავების დაწყება;
● მასწავლებელთა და მშობელთა თანამშრომლობითი უნარების გაღრმავება;
● კოლეგებთან თანამშრომლობა.
● განმავითარებელი შეფასების სახეების ჩამოყალიბება.
5.4. განხორციელებული ინტერვეციები -  კვლევის პერიოდში პრობლემასთან დაკავშირებული აქტივობები შევასრულე.  არა მარტო IX კლასის  არამედ ყველა მოსწავლის მიმართ განვახორციელე ინტერვეციები .  X კლასის მოსწავლეებს დააინტერესდათ როგორ შეიძლებოდა ,შენობაზე ასვლის გარეშე მისი სიმაღლის გაგება. ჩავატარე პროექტ გაკვეთილი, უახლოეს პერიოდში ნასწავლ თემაზე. კლასი მცირერიცხოვანია თუმცა შეძლეს პრაქტიკული პრობლემის გადაჭრა, სკოლის სიმაღლის გაზომვა, თუმცა მას უძღვოდა შესაბამისი პრაქტიკული ამოცანების შედგენა და ამოხსნა, აგრეთვე რესურსების  დამზადება. VI კლასში მთელი სასწავლო წელი ნებისმიერ თემის შესაბამის პრაქტიკულ ამოცანებს ვადგენთ და ვხსნით. მაგალითად მართკუთხედის ფართობის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა  მიახლოებით გამოითვალეს რამდენი პარკეტის ნაჭერი არის საკლასო ოთახში დაგებული.   XI კლასის მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დანიშნულებას, ვიხილავდით მაჩვენებლიან და ლოგარითმულ ამოცანებს და მათ კავშირს საბანკო სექტორთან.  IX კლასში განვიხილეთ ყველა ის პრაქტიკული ამოცანა, რაც შეესაბამებოდა მათ სასწავლო თემებს. მოცემული ამოცანის განხილვისას ყურადღებას ვამახვილებდით წინარე ცოდნაზე, ამოცანის პირობასა და დასკვნაზე და სხვა. პრობლემის დასაძლევად მუშაობა მიმდინარეობდა, როგორც საგაკვეთილო საათებში, ასევე წრეებზე. გამოვიყენე მუშაობის ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილები და ჯგუფური. დაუზოგავი მუშაობის შედეგია, რომ შევძელით, კვლევის პრობლემის შესუსტება. მეც და ჩემი კოლეგებიც ვაკვირდებოდით, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე, როგორ მოქმედებდა  განმავითარებელი შეფასებები
შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი :
● საბაზო საფეხურის მასწავლებლებს გავაცანი პრობლემის შესაბამისი ლიტერატურა;
● დავიწყე კოლეგებთან ჩემ თემასთან დაკავშირებით თანამშრომლობა;
●  IX კლასის მოსწავლეები ვამუშავე პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაზე.
● ვიზრუნე განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვნებაზე,
6. რეკომენდაციები და ინტერვეციების შეფასება
6.1. რეკომენდაციები:
       კვლევის პერიოდში აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების გზებზე მუშაობით აღმოჩნდა, რომ მოსწავლეს უნდა მიეცეს დავალება ისეთი რომლის მსგავსი უკვე გააკეთა , შეძლო მსგავსი პრაქტიკული ამოცანის მოფიქრება ან მივცეთ  საშუალება თვითონ თავისი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი პრობლემის წინაშეა ერთი პრაქტიკული პრობლემა, ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე და მეორე მსგავსი ამოცანის ამოხსნის  ხერხების არ ცოდნა. მოსწავლეს შეიძლება ქონდეს ცოდნა და უნარები ,რომელსაც განვუმტკიცებთ  კონკრეტული განმავითარებელი შეფასებით. სწორი და მოქნილი განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს ურთიერთ თანამშრომლობისაკენ უხსნის გზას, ამასთანავე იზრდება მისი მოტივაცია.
აგრეთვე მოსწავლეს მოტივაცია ჰქონდეს საშინაო დავალების შესასრულებლად. მასწავლებლებმა ხშირად შევძლოთ საერთო პრობლემებზე ურთიერთთანამშრომლობა. ნებისმიერი გეგმა საკმარისად მოქნილი უნდა იყოს იმისათვის რომ გაკვეთილი ცვლილებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობებს ქმნიდეს. მასწავლებლის პროფესია შემოქმედებითი პროფესიაა, მასწავლებლობა ერთგვარი ხელოვნებაცაა. შესაბამისად მნიშვნელოვანიცაა რომ გამოიყენოს შემოქმედებითობა დავალების მიცემისას. რადგან კლასი დინამიური გარემოა სიფრთხილით შეარჩიოს პრაქტიკული დავალება, რომლის მიზანია, ახალი შეძენილი  უნარებისა და ცოდნის გამყარება.  მასალის გაღრმავების დავალება -  ათვისებულ მასალაზე პრაქტიკული მუშაობა და მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ დამატებით იმუშაონ  განვლილ მასალაზე, გაეცნონ ლიტერატურას და გაიფართოვონ თვალსაწიერი კონკრეტული საკითხის ირგვლივ მოსწავლის, მშობლის და კოლეგის ურთიერთ თანამშრომლობით  რეკომენდაცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა მასწავლებელმა ისეთი საკლასო დავალება მისცეს მოსწავლეს :
● რომელსაც დააკავშირებს ცხოვრებისეულ პრობლემებთან;
● შეძლებს თავად შეადგინოს პრაქტიკული  ამოცანა თავისთვის სასურველ თემაზე;
● ხოლო საშინაო დავალება, რომლის მსგავსი დავალება კლასში უკვე შეასრულეს.
6.2. ინტერვეციების შეფასება:  აღმოჩნდა ,რომ მასწავლებლის მიერ გაცემული უკუკავშირი უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო ვიდრე კვლევის მონაცემების დასაწყისში. ჩავატარე ინტერვენცია მშობლებსა და პედაგოგებს შორის  ისინი აცხადებენ , რომ ბოლო პერიოდში იკლო კვლევაში გამოყენებულმა პრობლემამ. ბოლო პერიოდში მშობელთა 75% -მა                             ( მიახლოებით) დადებითი პასუხი დააფიქსირა, როცა კვლევის დასაწყისში, მხოლოდ 40% იყო. კვლევისათვის  გაწეულმა მუშაობამ დადებითი შედეგი მომცა.  ბოლო პერიოდში მოსწავლეებზე  დაკვირვებამ  და მათთან საუბრებმა დამანახა რომ დასაწყისში დასმული კითხვებზე პასუხების მონაცემები შეიცვალა. საუბრებით გაირკვა,  ზოგი მოსწავლე  ფიქრობდა ,რომ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა  დამოუკიდებლად გადაეჭრა პრაქტიკული ამოცანების  ნაწილი მაინც და   ლოგიკურ ამოცანებსა და მაგალითების ამოხსნას ირჩევდა. კარგია მოსწავლეს რომ უყვარს ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოების ამოხსნა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეეძლოს გამოიყენოს პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად. დიაგრამაზე ნათლად ჩანს კვლევის დასაწყისში და კვლევის დასასრულს კითხვების მონაცემები, მიხარია რომ მცირედით მაინც შეიცვალა პრაქტიკული ამოცანების მიმართ მოსწავლეთა შეხედულება.

     

ხოლო შეხედულება, რამდენად იყენებს მოსწავლე ყოფაცხოვრებაში მათემატიკას მოსწავლეთა ნაწილმა შეიცვალა დადებითად, რადგან ფიქრობდნენ მხოლოდ რთული პრობლემის გადაჭრა ითვლებოდა, ცოდნის გამოყენებად, კლასის ნებისმიერი მოსწავლე ახერხებს სამეურნეო და საოჯახო ანგარიშს.  სვეტოვანი დიაგრამა ორივე შემთხვევაში ასე გამოიყურება




7.დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურა და დანართები
   პრაქტიკული კვლევის პერიოდში დაკვირვების შედეგად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი. რომ მოსწავლეთა უმრავლესობას შეეძლო მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდა . იყვნენ მოსწავლეები რომლებსაც ქონდათ სათანადო პრაქტიკული პრობლემის გადაჭრის შემთხვევები, მაგრამ საჭიროებდნენ ფსიქოლოგიურ მომზადებას, რაშიც კვლევის პერიოდში გაწეული მუშაობა დაეხმარათ. მშობელთა პასიურობა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში იყო შემაფერხებელი მოსწავლის მოტივაციისა. პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლეების გააქტიურება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელოვანი მიზეზებია :
         ● საჭირო დროის გამონახვა;
          ● ამოცანის სირთულის განსაზღვრა;                                                                                                 ● ლოგიკური აზროვნება;                                                                                                                     ● საჭირო თემის  ცოდნა;
         ● მოტივაცია.
კვლევის დასრულების შემდეგ გავაკეთე პრეზენტაცია სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის  მათემატიკის კათედრაზე.

გამოყენებული ლიტერატურა :

● www maswavlebeli.ge

● ,, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები ” - თბილისი 2004 წელი;

● ,, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები ” -  ი. კუტავაძე - 2012.

● ესგ -ს სტანდარტები მათემატიკაში


   







 დანართი 1 - კითხვარი მოსწავლეებთან


რომელი დავალებაა თქვენთვის მათემატიკაში ყველაზე სახალისო?
ა)ლოგიკური ამოცანა   ბ) მაგალითის ამოხსნა   გ) პრაქტიკული ამოცანა


რა დროს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას?                                                                               ა) 1სთ - ს          ბ) 1 სთ- ზე მეტი    გ) არამაქვს განსაზღვრული


რომელია თქვენთვის მათემატიკაში ყველაზე რთული დავალება?
            ა) კვადრატული ფუნქცია    ბ)  მიმდევრობები    გ) ამოცანები


როგორი ტიპის დავალება გიადვილდებათ? 
ა) გრაფიკებით   ბ) გეომეტრიული ფიგურებით    გ) ფორმულებით


რამდენად იყენებ ყოფაცხოვრებაში მათემატიკას?
ა) ხშირად    ბ) იშვიათად       გ) არა მაქვს სათანადო ცოდნა









             დანართი 2 - კითხვარი მშობლებთან


რა დროს უთმობს თქვენი შვილი დავალების შესრულებას მათემატიკაში?
ა) საკმარისს          ბ) საჭიროზე ნაკლებს      გ) საჭიროზე მეტს

მათემატიკის ცოდნას იყენებს თუ არა საოჯახო პრობლემების გადაჭრისას?
ა) ყოველთვის      ბ) იშვიათად         გ) ნაკლებად


თქვენი აზრით როგორ შეიძლება სკოლა დაეხმაროს მოსწავლეს ცოდნის უკეთ შეძენაში?
ა) თეორიული მასალით      ბ) პრაქტიკული მეცადინეობით   
გ) ორივეს გამოყენებით


თქვენმა შვილმა რომ მიიღოს სრულფასოვანი ცოდნა,როგორ ეხმარებით?
ა) თვალყურს ადევნებთ მის მეცადინეობას      ბ) სრულიად ხართ ჩართული                           
 გ) დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებთ   


ყველაზე მეტად როგორი საკითხი უჭირს თქვენ შვილს მათემატიკაში?
ა) ზეპირი გამოსათვლელი      ბ) ნახაზების შედგენით    გ) სხვა








დანართი 3 - კითხვარი მასწავლებლებთან

კითხვარი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პრობლემის კვლევისათვის საბაზო საფეხურზე
როგორი ფორმით ამოწმებთ მოსწავლის ცოდნის ხარისხს?
● კითხვარებით     
            ● ჩვეულებრივი დავალებებით
           ● პრაქტიკული სამუშაოებით
     2.   როგორი დავალება უყვართ თქვენს მოსწავლეებს?
             ● ლოგიკური ამოცანა 
             ● მაგალითის ამოხსნა 
              ● პრაქტიკული ამოცანა
    3.   იმისათვის , რომ მოსწავლემ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს აუცილებელია
           ● თეორიული დასწავლა
           ● პრაქტიკული დავალება
           ● ორივე
    4.   მოსწავლე პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის დროს იღებს ცოდნას თუ პირიქით,   ცოდნის მიღების შემდეგ წყვეტს პრაქტიკულ პრობლემებს?
              ● კი
             ● პირიქით
              ● ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ცოდნის მიღება
     5.  თუ შეგიძლიათ მირჩიეთ, როგორ შეიძლება სწავლის ხარისხის ამაღლება ისე, რომ მოსწავლემ მიღებული ცოდნა ყოველთვის გამოიყენოს პრაქტიკაში
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------გამადლობთ დახმარებისათვის

                                                       
                                                    რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის იანვრის თვეში დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე ,,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“ .  კვლევა განვახორციელე საბაზო საფეხურზე IX კლასში.  კვლევის მიზანი იყო დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები, განმეხორციელებინა შესაბამისი ინტერვეციები,  გამეკეთებინა ანალიზი და მიღებული დასკვნა გამომეყენებინა მომავალში მეც და ჩემს კოლეგებსაც.
წლების მანძილზე მაწუხებს აღნიშნული პრობლემა, ვაკვირდებოდი და ვგეგმავდი მისი აღმოფხვრის გზებს. კვლევის დაწყებამდე გავეცანი საჭირო ლიტერატურას როგორც კვლევის ასევე პრობლემის შესახებ. კვლევის დასაწყისში გავაკეთე ანკეტირება მოსწავლეების, მათი მშობლების და კოლეგების.
მიღებული მონაცემების შემდეგ გავეცანი მეთოდებს, რომლის მიხედვით ვახორციელებდი ინტერვეციებს. პირველადი მონაცემების ანალიზის შემდეგ დავგეგმე საჭირო ინტერვეციები და განვახორციელე. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ნაწილს საკმარისი ცოდნა კი ჰქონდა მაგრამ, ვერ იყენებდა. იყვნენ მოსწავლეები რომლებსაც ცოდნის გამოყენებაზე მოტივაცია არ  ჰქონდა, მაგრამ კვლევის პერიოდში ურთიერთ თანამშრომლობით ნაწილობრივ შეიცვალა მონაცემები. კვლევის დროს საჭირო გახდა კვლავ გავცნობოდი განმავითარებელი შეფასების სტრუქტურას. ჩემი დაკვირვებით პრობლემის გამომწვევ მიზეზები იყო მოსწავლეების დაბალი მოტივაცია  საშინაო დავალებებზე. საჭირო წინარე ცოდნამ და მოტივაციის ამაღლებამ გამოიწვია მოსწავლეთა გააქტიურება.
მშობლების ანკეტირების შედეგმა აჩვენა რომ  ცდილობენ ჩაერთონ  შვილების სასკოლო ცხოვრებაში, მათი ჩართულობა ძირითადად შვილის გამოკითხვით ან  მასწავლებლებთან თანამშრომლობით  შემოიფარგლებოდა . ინტერვეციების განხორციელების დროს მათთან თანამშრომლობით , მშობელთა დიდი ნაწილი აქტიურად  ჩაერთო  კვლევის პროცესში, რამაც დადებითად   იმუშავა მიღებულ შედეგზე, ხოლო კოლეგებთან თანამშრომლობამ მეტად დამანახა, როგორც პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ასევე საჭირო ინტერვეციები და მათი განხორციელების გზები. ინტერვეციების განხორციელების შემდეგ უფრო მეტად გავიაზრე  ურთიერთთანამშრომლობის შედეგი.
     კვლევის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია გავაკეთე ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრაზე. მადლობელი ვარ მოსწავლეების , მათი მშობლების და კოლეგების ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის გამო, მომავალში უფრო მეტად დავხვეწავ ჩემს მუშაობას  და  ინტერვეციების განხორციელებას პრობლემის აღმოსაფხვრელად.


                                                                                                     ხ. კვარიანთაშვილი